სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: მიწისძვრები.

პროექტის მთავარი  იდეა(თემა): რატომ ხდება მიწისძვრები?
ბუნებრივი მოვლენები და მათ შორის სტიქიური მოვლენები დღევანდელობის ერთ–ერთი მკაცრი რეალობაა. ბავშვებს ხშირად ესმით ამა თ უ იმ სტიქიური უბედურებების  შესახებ,
რაც   ჩვენს ირგვლივ ხდება. ამ მოვლენების შესახებ კვლევა–ძიება ხელს შეუწყობს მათი ცოდნის
გაღრმავებას ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვანების შესახებ.

მნიშვნელობა/აქტუალობა.
მოსწავლეები გონებრივი იერიშის მეთოდით ასახელებენ მათთვის საინტერესო აქტუალურ თემებს.მასწავლებლის დახმარებით ირჩევენ ყველაზე საინტერესო თემას. ზოგადად თემის ირგვლივ იწერება შეკითხვები.
1.რა იწვევს მიწისძვრებს?
არის თუ არა მიწისძვრების ზონა საქართველოში?
3.როგორ ადგილებში ხდება მიწისძვრები?
4.შეიძლება თუ არა მიწისძვრის პროგნოზირება?
როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის შემთხვევაში?
6.რით იზომება მიწისძვრის სიძლიერე?

პროექტის მიზნები:
  • მოსწავლეები უფრო მეტ ცნობებს მოიპოვებენ მიწისძვრის შესახებ.
  • ისინი ინფორმირებული იქნებიან როგორ ადგილებში ხდება მიწისძვრები.
  • რა შედეგები მოაქვს ამ ბუნებრივ მოვლენას.
  • როგორ მოიქცნენ მიწისძვრის დროს, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს.
  • შეიტყონ, რა ეწოდება იმ მეცნიერებას, რომელიც მიწისძვრებს იკვლევს და შესაძლებლობის ფარგლებში წინასწარ პროგნოზსაც აკეთებს.

ამ პროექტის გაკეთება მოსწავლეებს დაეხმარება კვლევითი, შემოქმედებითი, თანმშრომლობითი და კომუნიკაციური  უნარ–ჩვევების განვითარებაში.

მონაწილეთა ასაკი: 9–10 წელი

ვადები/ხანგრძლივობა: 5–6 დღე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას.
1. გაზეთის გამოშვება.
2 მოსწავლეთა მიერ შექმნილი ნახატების გამოფენა იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შესახებ.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: 
სახელმძღვანელო. (ბუნება. კვანტალიანი.), რუკა, გლობუსი.
საინფორმაციო საშუალებები. ინტერნეტი.

პროექტის მსვლელობა(ძირითადი  აქტივობები):
თემის შერჩევის  შემდეგ ვაყალიბებთ  საპროექტო ჯგუფებს.
მოსწავლეები აყალიბებენ  კვლევის გეგმას, ინაწილებენ თემებს და შესაბამის კითხვებს.
ჯგუფები იწყებენ კვლევას, მოიძიებენ ინფორმაციებს თემის ირგვლივ და განიხილავენ მას.
ა) მიწისძვრა არის სპეციფიკური მოვლენა, რომელიც მიმდინარეობს მიწის სიღრმეში.
მიწისძვრა მხოლოდ დედამიწის გარკვეულ ადგილებში ხდება,ძირითადად მთიან მხარეებში.
ვაკეებზე მიწისძვრა იშვიათია და ძლიერიც არ არის.
მიწისძვრები ოკეანეებშიც ხდება,ამ დროს წარმოიქმნება გიგანტური ტალღა,,ცუნამი’’.
ცუნამი ოკეანეში საშიში არ არის,მაგრამ სანაპიროებთან უზარმაზარი სიმაღლის ხდება და
ანგრევს ყველაფერს.(სურათი)
ბ) ძლიერ მიწისძვრებს ყველაზე დიდი ზიანი ქალაქებში მოაქვთ. ინგრევა შენობები,შეიძლება ხანძარიც გაჩნდეს. ხმელეთი სკდება და ჩნდება ნაპრალები, სადაც შეიძლება მთელი შენობები ჩაიმარხოს. (სურათი)
ყოველწლიურად დედამიწაზე ათასობით მიწისძვრა ხდება;
  • 1988 წელს, 7 დეკემბერს სომხეთში მოხდა ძლიერი მიწისძვრა, ქალაქ სპიტაკში რამოდენიმე წუთში
  • 25 ათასი ადამიანი დაიღუპა, ქალაქი კი ნანგრევებად იქცა.
  • აშხაბადში 1948 წელს, 100 ათასი კაცი ემსხვერპლა მიწისძვრას.
  • ჩინეთში 1920წელს 200 ათასი ადამიანი. 1923 წელს იაპონიაში100 ათასზე მეტი კაცი ემსხვერპლა მიწისძვრას. 
ეს სია ძალიან დიდია, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლით ბოლო მიწისძვრას იაპონიაში 2011 წელის, რომელმაც უამრავი ადამიანი იმსხვერპლა. (სურათი)
დ) მიწისძვრის ზონები საქართველოშიც არის, რადგან ჩვენი ქვეყანა მთაგორიანია.
საქართველოში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა 1991 წელს, იმერეთში (საჩხერე). 
2002 წელს თბილისში.(სურათი).
ადამიანებისთვის აუცილებელია იმის ცოდნა,თუ სად და როდის იქნება მიწისძვრა.
თანამედროვე მეცნიერება ცდილობს გაარკვიოს მიწისძვრის ადგილი დრო და ძალა,
ამისთვის არსებობს ხელსაწყო,სეისმოგრაფი,რომელიც მიწის რხევებს აფიქსირებს,მაგრამ
ზუსტად მიწისძვრის წინასწარმეტყველება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
ე) მიწისძვრის დროს არ დადგეთფანჯარასთან. არ ისარგებლოთ კიბით და ლიფტით.
შენობაში გამორთეთ დენი და გაზი, დადექი საყრდენ კედელთან. თუ ქუჩაში მოხვდი,
მოსორდი კედელს,ღია ადგილზე გაჩერდი.
მიწისძვრის სიძლიერეს ბალებში ზომავენ.
ბოლოს მოსწავლეები უშვებენ გაზეთს. აკეთებენ საკუთარი ნახატების გამოფენას.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
ბუნება III. მოსწავლე იკვლევს ბუნებრივი მოვლენების თავისებურებებს, ახასიათებს მისთვის ნაცნობ ბუნებრივ მოვლენებს და აღწერს მათ თავისებურებებს.
სტატისტიკა – დემოგრაფია. ირჩევს და იყენებს მონაცემთა შეგროვების შესაფერის საშუალებებს.
ხელოვნება – გააკეთებენ საკუთარი ნახატების გამოფენას.

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ე.პატარაია.

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: epataraia@gmail.com